თურქეთში „ომის ჟურნალისტების“ საერთაშორისო ტრენინგი იმართება
თურქეთში „ომის ჟურნალისტების“ საერთაშორისო ტრენინგი იმართება

თურქეთში, 22 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს (AA) ორგანიზებითა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხარდაჭერით, „ომის ჟურნალისტების“ საერთაშორისო ტრენინგი იმართება.

სწავლების თეორიული ნაწილი ანკარაში, ანატოლიის საინფორმაციო სააგენტოს სათაო ოფისსა და პოლიციის აკადემიაში ტარდება. პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს საველე პირობებში.

სწავლებაში მონაწილეობს 25 მონაწილე შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, სლოვენია, ხორვატია, ბოსნია, საბერძნეთი, ავღანეთი, სირია, ერაყი, ვენესუელა, კოლუმბია, ალჟირი, ეთიოპია, ნიგერია, სიერა-ლეონე, სამხრეთი აფრიკა, მიანმარი, შრი-ლანკა, ფილიპინები.

საერთაშორისო ტრენინგზე საქართველოდან იმყოფება საქართველოს პირველის არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი.

ტრენინგის მიზანია, ჟურნალისტებმა იცოდნენ საომარ და კრიზისულ ვითარებაში უსაფრთხოდ მუშაობა, საკუთარი თავისა და მასალის გადარჩენა, ასევე სამედიცინო დახმარება და კიბერუსაფრთხოება.