თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში, მიწისძვრით დაზარალებულ ორ პროვინციაში წყალდიდობას 11 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად ითვლება ხუთი ადამიანი.

სტიქიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა ადიამანის პროვინციაში, როდესაც მოვარდნილმა ნიაღვარმა წაიღო კონტეინერი, რომელსაც მიწისძვრის შედეგად გადარჩენილი ოჯახი აფარებდა თავს.

კიდევ ათი ადამიანია დაღუპული სანლიურფის პროვინციაში, მათ შორის ხუთი სირიელი. სანლიურფაში წყალდიდობის შედეგად დატბორილია ქუჩები, ნიაღვარმა წაიღო მანქანები. რამდენიმე ადამიანია ევაკუირებული კარვებიდან, სადაც ისინი მიწისძვრის შემდეგ ცხოვრობდნენ.