თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული მედია წერს, რომ სტიქიის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 200-სს გადააჭარბა.

გავრცელებული ცნობით, მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანას 12 დანგრეული შენობიდან ცდილობენ.

მიწისძვრას 19 ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 3.3-დან 4.8 მაგნიტუდამდე მერყეობდა. 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ეგეოსის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მოხდა.