თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა.

მაშველებმა ნანგრევებიდან 45 ადამიანის ამოყვანა შეძლეს.

31 ადამიანი ელაზიღის პროვინციაში, ხოლო ოთხი მეზობელ მალათიას პროვინციაში გარდაიცვალა.

დაშავებულთა რიცხვი 1600-ს აღემატება.

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამჟამად ელაზიღის პროვინციის სამ ადგილას მიმდინარეობს.

სამუშაოებში მონაწილებს ათასობით მაშველი, ასევე ჩართულია ასობით მოხალისე. სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის გაგზავნილია კარვები, პირველადი საჭიროების ნივთები, სურსათი.

თურქეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ შენობებში არ შევიდნენ, რადგან არსებობს მათი ჩამონგრევის საფრთხე.

ორ პროვინციაში მიწისქვეშა ბიძგების შედეგად განადგურდა 76, ხოლო დაზიანდა 645 შენობა.

6,8 მაგიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს მოხდა, ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების ორგანოს მონაცემებით, მიწისძვრას 700-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.