თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

09:26, 31.10.2020

თურქეთის ქალაქ იზმირში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, დაშავებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩამონგრეული 17 შენობიდან რვაში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია, ხოლო ცხრაში მოქალაქეებს ამ დრომდე ეძებენ.

6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთის ეგეოსის სანაპიროსთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მოხდა. მიწისძვრას 19 ბიძგი მოჰყვა, რომელთა სიმძლავრე 3.3-დან 4.8 მაგნიტუდამდე მერყეობდა.

მსგავსი