თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

21:46, 31.10.2020

თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიის შედეგად, თურქეთში 823 ადამიანი დაშავდა. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფარჰეთის კოჩას განცხადებით, ამ დროისთვის 243 ადამიანს მკურნალობენ, მათგან რვა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია, სამი კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 23-საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან დედა და მისი სამი შვილი გამოიყვანეს, ერთი ბავშვი კი დაიღუპა.

თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპირო რეგიონში, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღმრეში დაფიქსირდა. სტიქიას 400-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთშიც.

მსგავსი