თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31 643-ს მიაღწია. ინფორმაციას კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

სამძებრო-სამაშველო და სალიკვიდაციო ოპერაცია სტიქიის დაზარალებულ ზონაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა ჰატაიში, მიწისძვრიდან 175 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გადარჩენილი ქალის ამოყვანა შეძლეს.

გაერო-ს ინფორმაციით, ალეპოსა და ლატაკიაში მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა 350 000-მდე ადამიანი. გაერო-მ სირიის დაზარალებულ რაიონებში 110 ტონა სამედიცინო დახმარება გაგზავნა.