თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რიცხვი კი 900-ს აღწევს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 299 დაშავებულს ჯერ კიდევ მკურნალობენ.

თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ იზმირის სანაპირო რეგიონში, ეგეოსის ზღვაში, 16.5 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სტიქიას 400-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა. ბიძგები იგრძნობოდა საბერძნეთშიც.