თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

ძლიერი მიწისძვრის შედეგად შენობების ნგრევის გამო 961 ადამიანი დაშავდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრას 1000-ზე მეტი ძლიერი ბიძგი მოჰყვა, 43 მათგანი კი ოთხ მაგნიტუდაზე მეტი იყო. ამ დროისთვის მკურნალობას 218 დაშავებული აგრძელებს, დანარჩენი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.

თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 30 ოქტომბერს მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი თურქეთის იზმირის სანაპირო რეგიონთან, საბერძნეთის კუნძულ სამოსის ჩრდილოეთით მოხდა.