თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 950-ს გადააჭარბა, დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი
თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 950-ს გადააჭარბა, დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6 950-ს გადააჭარბა. დაშავებულია 37 ათასზე მეტი ადამიანი. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 79 ათასზე მეტი სამაშველო რაზმი მონაწილეობს.

სტიქიის შედეგად დაზარალებულ თურქეთის 10 პროვინციაში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრამ 13 მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა.

თურქეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 13 თებერვლამდე დაიხურა სკოლები. 10 დაზარალებულ პროვინციაში კი, სასწავლო პროცესი 20 თებერვლამდე შეწყდა.

სტიქიის ზონაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გაემართა.