თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაკავების ორდერი გაიცა. თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა, მინიმუმ, 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები.
თურქეთის იუსტიციის მინისტრის, ბექირ ბოზდაგის განცხადებით, ხელისუფლებამ დაიწყო გამოძიება 131 კონტრაქტორზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობაში.
„ბიბისის“ ინფორმაციით, წლების განმავლობაში ექსპერტები ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა სახიფათო იყო ენდემური კორუფციისა და მთავრობის პოლიტიკის გამო და ეს პოლიტიკა ე.წ. ამნისტიის საშუალებას აძლევდა კონტრაქტორებს, რომლებმაც დაარღვიეს სამშენებლო რეგლამენტები, რათა ხელი შეეწყოთ სამშენებლო ბუმისთვის, მათ შორის მიწისძვრის რისკის მქონე რეგიონებში.