თურქეთში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დენიზლის პროვინციაში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, მეზობელ ანტალიასა და მუგლაშიც იგრძნობოდა.