თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა

თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის კატასტროფების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაშველებმა ნანგრევებიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. გადარჩენილთა შორის ერთ-ერთი ბავშვია, რომელიც ნანგრევებში 23 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

სტიქიის შედეგად 800-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. თურქეთის სეისმოლოგიურ სამსახურში თქვეს, რომ მიწისძვრას 470 ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან 35 ბიძგი 4 მაგნიტუდაზე ძლიერი იყო.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, შესაძლოა სულ მცირე 5.8 მაგნინუტის სიმძლავრის მიწისძვრა კიდევ მოხდეს, რც უკვე დაზიანებული შენობების ნგრევას გამოიწვევს. სტიქიის ზონაში ქვეყნის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა.