თურქეთში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
თურქეთში მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქული მედია წერს, რომ ძლიერი მიწისძვრის შედეგად 120 ადამიანი დაშავდა.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად თურქეთის იზმირის რეგიონია დაზარალებული, სადაც მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიამ მცირე ზომის ზარალი გამოიწვია თურქეთის დასავლეთის სხვა პროვინციებში: უსაკში, დენიზლიში, მანისაში, ბალიკესირის, აიდინის და მუღლას რეგიონებში.