თურქეთში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულთა რიცხვი კი 68-მდე გაიზარდა
თურქეთში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულთა რიცხვი კი 68-მდე გაიზარდა

თურქეთში მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშვებულთა რიცხვი კი 68-მდე გაიზარდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, 47 წლის მამაკაცი მიწისძვრის დროს სახლიდან გარბოდა, რა დროსაც დაეცა და თავის დარტყმის შედეგად დაიღუპა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ დუზჯეს პროვინციის გოლიაკას რაიონში ზარალს რვა ათასამდე სახლში შეაფასებენ.

თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას რეგიონში 96 ბიძგი მოჰყვა, რომელთაგან ყველზე ძლიერი 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

რეგიონში 10 მობილური საბაზო სადგური, 10 ათასი საბანი, საერთო დანიშნულებისა და საოჯახო საცხოვრებელი კარვები გაიგზავნა. თურქეთში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა დუზჯეს მეზობელ რეგიონებშიც იგრძნობოდა.