თურქეთში მიწისძვრა მოხდა, არიან დაშავებულები

17:46, 08.08.2019

თურქეთში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მიწისძვრა ადგილობრივი დროით 14:30 წუთზე დაფიქსირდა, ეპიცენტრი კი, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, დენიზლის რაიონში იყო. რამდენიმე წუთში მას განმეორებით 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოყვა.

დენიზლის მერის, ბირსენ ჯელიკის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მერის თქმით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მსგავსი