თურქეთში, მეჩეთში სროლისას ექვსი ადამიანი დაშავდა
თურქეთში, მეჩეთში სროლისას ექვსი ადამიანი დაშავდა

თურქეთის ქალაქ ჩორუმში, მეჩეთში სროლა მოხდა, დაშავდა ექვსი ადამიანი, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, 30 წლის თურქეთის მოქალაქემ სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა ადამიანებს, რომლებიც მეჩეთიდან გამოდიოდნენ. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები იყო მობილიზებული. დაჭრილები ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.