თურქეთში მდებარე ბურსას პროვინციაში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა
თურქეთში მდებარე ბურსას პროვინციაში წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ბურსას პროვინციაში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ჰუიეთი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, დაკარგულია კიდევ ერთი ადამიანი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სამსახურების 250-ზე მეტი თანამშრომელია ჩართული. სტიქიის ზონაში პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დავალებით ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ ჩავიდა.