თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, მალათიის რეგიონში 4,8 და 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტის ვებგვერდის ინფორმაციით, 16:39 საათზე 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი მალათიის იეშილიურტის რაიონი იყო. დადგინდა, რომ მიწისძვრა 6,35 კილომეტრის სიღრმეზე იყო.

16:40 საათზე ამავე ადგილას ამჯერად 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეს მიწისძვრა 7 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მალათიაში მოქალაქეები სახლებიდან და საწარმოებიდან ქუჩებში გავიდნენ. როგორც მედია წერს, ისინი ამ დრომდე გარეთ იმყოფებიან.

„ორი მიწისძვრა 16:39 საათზე და 16:40 საათზე მოხდა ჩვენი პროვინციის მალათიის იეშილიურტის რაიონში. ამ დროისთვის უარყოფითი ვითარება არ არის. საველე სკანირების კვლევები გრძელდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ჩემს თანამოქალაქეებს მალათიიდან“, – განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის პრეზიდენტმა, იუნუს სეზერმა.