თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ოცი კი დაშავდა
თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ოცი კი დაშავდა

თურქეთის ჩრდილოეთით, ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მოხდა. მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ოცი კი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ადგილობრივი დროით 18:15 საათზე, მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზი უცნობია.

ინციდენტის დროს, ადგილზე 44 ადამიანი იმყოფებოდა, 350 მეტრის სიღრმეზე კი, ხუთი ადამიანი.

ადგილზე ათობით სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული.