თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა

02:22, 15.10.2022

მედიის ცნობით, თურქეთში, მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს მიწის ქვეშ 110 ადამიანი იმყოფებოდა. ნანგრევებში მოყოლილი მაღაროელების გადასარჩენად, სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც ტარდება.

ქალაქ ბართინთან მდებარე მაღაროში აფეთქება მიწის ქვეშ, 300 მეტრის სიღრმეში მოხდა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი