თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 215 940-მდე გაიზარდა
თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 215 940-მდე გაიზარდა

თურქეთში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი გასული დღე-ღამის განმავლობაში 947-ით გაიზარდა და 215 940-ს შეადგენს.

ქვეყანაში ვირუსით ბოლო 24 საათში 17 პაციენტი გარდაიცვალა. საერთო ჯამში კი, თურქეთში ვირუსს 5419 ადამიანი ემსხვერპლა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, „კოვიდ-19“ უკვე დაძლია 197 ათასზე მეტმა ინფიცირებულმა.