თურქეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა

თურქეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ათი ათასს გადააჭარბა.

ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში ვირუსს 77 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა საერთო ოდენობამ 10 027-ს მიაღწია.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი სტამბოლში დაფიქსირდა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსის 2 305 ახალი შემთხვევა. სულ კი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ქვეყანაში 370 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.