თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო
თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო

თურქეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით დაბალი და საშუალო რისკის ქალაქებში გაიხსნა რესტორნები, მოსწავლეების ნაწილი კი სკოლებში დაბრუნდება. 21:00 საათიდან 05:00-მდე არსებული კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება.

გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 9 891 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით მცირედით მაღალია.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 711 479 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 638 ადამიანი.