თურქეთში „კოვიდ-19“-ის 8 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 8 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ის 8 103 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 103 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 567 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2,44 მილიონს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში 1 310 პაციენტი იმყოფება.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტი 139 378 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 30,75 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2,52 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 26 900 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.