თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 108 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 8 089 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2.41 მილიონს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში 1 337 პაციენტი იმყოფება.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე 137 649 ადამიანი დაიტესტა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 30 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2.52 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 26 685 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.