თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 94 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 94 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 7 590 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 94 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 1 256 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის ორ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 27 187 ადამიანი.

14 იანვარს თურქეთმა ვირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყო.