თურქეთში „კოვიდ-19“-ის 7 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
BEOGRAD,03.mart,2020. Institut za Virusologiju i vakcine Torlak. Ispitivanje testovi za korona virus, COVID-19 ,laboratorija ,zdravlje ,grip RAS foto oliver bunic
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 7 251 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 83 კოვიდინფიცირებული.
თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 610 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 27 821-ს შეადგენს.
ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 217-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 500 ათასს გადააჭარბა. 1 187 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.