თურქეთში „კოვიდ-19“-ის 62 797 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 62 797 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. კერძოდ, ქვეყანაში გასულ დღე-ღამეში 62 797 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, ბოლო 24 საათში თურქეთში ვირუსით 279 ადამიანი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის ოთხ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 34 737 ადამიანი.