თურქეთში „კოვიდ-19“-ის 6 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 6 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 6 818 შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 167 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 390 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 24 328-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 7 218-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 270ათასს გადააჭარბა. 2 162 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.