თურქეთში „კოვიდ-19“-ის 6 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 77 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 6 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 77 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 6 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 77 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 5 002 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ჯამში 2,52 მილიონს შეადგენს. ბოლო მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში 1 185 პაციენტი იმყოფება.

გასულ დღე-ღამეში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტი 101 105 ადამიანს ჩაუტარდა. ვირუსის გამოსავლენად თურქეთში სულ 32,31 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2,63 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, პანდემიამ 28 060 ინფიცირებულის სიცოცხლე იმსხვერპლა.