თურქეთში „კოვიდ-19“-ის 52 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 248 პაციენტი გარდაიცვალა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 52 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 248 პაციენტი გარდაიცვალა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 52 676 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 248 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 2 739 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში კორონავირუსის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 33 802 პაციენტი.

დატოვე კომენტარი