თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 3 316 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 94 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყნის მაშტაბით 3 610 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 417 594 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 11 601 ადამიანი.