თურქეთში „კოვიდ-19“-ის 3 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

00:51, 15.11.2020

თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 3 116 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 2 298 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 92 გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 411 055 შემთხვევა, მათ შორის 351 102 გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 418 გარდაიცვალა.

მსგავსი