თურქეთში „კოვიდ-19“-ის 29 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 228 ინფიცირებული გარდაიცვალა

23:29, 05.10.2021

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 29 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 228 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაუყონებლივ ჩაიტარონ ვაქცინაცია და დაიცვან ჰიგიენის ნორმები.

სექტემბრის დასაწყისში თურქეთში სკოლები გაიხსნა და შეზღუდვების უმეტესობა შემსუბუქდა.

მსგავსი