თურქეთში „კოვიდ-19“-ის 29 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 29 136 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 29 136 პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 222 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 20 191.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია ინფიცირების 1 809 908 შემთხვევა, მათ შორის ადამიანი 1 581 565 გამოჯანრმთელდა, ხოლო 16 199 გარდაიცვალა.