თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 521 პაციენტი გამოჯანმრთელდა
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, „კოვიდ-19“-ით ინფიცირება 2 302 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 76 პაციენტი გარდაიცვალა, 1 521 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 379 775 შემთხვევა, გარდაიცვალა 10 402 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 327 007 პაციენტი.
ქვეყანაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 2 341 პაციენტი იმყოფება.