თურქეთში „კოვიდ-19“-ის 19 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 259 პაციენტი კი გარდაიცვალა

21:33, 23.12.2020

თურქეთში „კოვიდ-19“-ის 19 650 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 259 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ისგან 34 492 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გამოვლენილია დაინფიცირების 2 820 610 შემთხვევა, მათ შორის 18 861 ადამიანი გარდაიცვალა.

მსგავსი