თურქეთში „კოვიდ-19“-ის 16 749 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 16 749 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 16 749 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 71 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 910 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 29 623-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 17 893-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 730 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში 1 474 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.