თურქეთში „კოვიდ-19“-ის 15 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 257 პაციენტი
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 15 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 257 პაციენტი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 15 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 257 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსისგან 22 203 პაციენტი გამოჯანმრთელდა. თურქეთის მასშტაბით კორონავირუსზე ტესტირება 180 892 ადამიანს ჩაუტარდა. ქვეყანაში ჯამში ვირუსზე 23.95 მილიონი ადამიანია დატესტილი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში ინფიცირების 2.16 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის, პანდემიამ 20 135 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ქვეყანაში ჯამში ვირუსისგან გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 2.03 მილიონს შეადგენს.

დღეის მონაცემებით, თურქეთში კრიტიკული მდგომარეობაში 4 251 პაციენტი იმყოფება.