თურქეთში „კოვიდ-19“-ის 15 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 15 082 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათში, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 15 082 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 65 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 860 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 29 421-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 15 287-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 680 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში 1 350 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.