თურქეთში „კოვიდ-19“-ის 11 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 65 პაციენტი
თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 11 520 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 65 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 734 835 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 28 7111 ადამიანი.
თურქეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.