თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 ადამიანი კი გარდაიცვალა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 008 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 19 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

მინისტრის თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 214 001 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 5382 ადამიანი.