თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 815 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 ადამიანი
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 815 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 ადამიანი

თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 815 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

19 ოქტომბრის მონაცემებით, თურქეთში საერთო ჯამში კორონავირუსული ინფექცია 347 493 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში თურქეთში „კოვიდ-19“-ს 72 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 9 296-ს აღწევს.

თურქული მედია წერს, რომ ინფექციისგან უკვე 304 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსულ ინფექციაზე 101 000-ზე მეტი ტესტი გაკეთდა.