თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 56 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 56 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 581 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 56 ადამიანი დაიღუპა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 329 138 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 8 609 ადამიანი.