თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 1 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 71 პაციენტი გარდაიცვალა, 1 232 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 312 966 შემთხვევა, გარდაიცვალა 7 929 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 274 514 პაციენტი. 1 615 ინფიცირებული ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.