თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 511 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 1 511 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კორონავირუსის სტატისტიკის შესახებ ბოლო მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამეში თურქეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული 55 პაციენტი გარდაიცვალა, 1 229 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაავადების გავრცელებიდან დღემდე თურქეთში რეგისტრირებულია კორონავირუსის სულ 327 557 შემთხვევა, გარდაიცვალა 8 553 ინფიცირებული, გამოჯანმრთელდა 287 599 პაციენტი. ქვეყანაში ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 1 414 ინფიცირებული იმყოფება.