თურქეთში „კოვიდ-19“-ის 1 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პირი
თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით 15 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალ კორონავირუსს სულ 4 778 პაციენტი ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 1 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თურქეთში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 175 218-ს აღწევს.
1 242-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც, რომელიც ახლა 149 102-ს შეადგენს.