თურქეთში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაიღუპა 61 წლის მამაკაცი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების ახალი 93 შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობამ 191-ს მიაღწია.
კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თურქეთმა საგანგებო ზომები უკვე მიიღო. 18 მარტს დაიხურა საბერძნეთსა და ბულგარეთთან არსებული საზღვრებიც.