თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა
თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 400 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში 2 693 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება 3 000-ზე მეტი პაციენტი. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს 86 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 11 145-ს მიაღწია.